1. თბილისის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი აირით მომარაგების ძირითადი ქსელების რუკა თან ერთვის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ძირითად ნახაზს დანართი №1.2-ის სახით და ასახავს მოცემული ქსელის ფაქტობრივ მდგომარეობას მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თარიღისათვის.

2. თბილისის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი აირით მომარაგების ძირითადი ქსელების მიმართ და მათ მომიჯნავე ტერიტორიებზე სამშენებლო საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

3. მოცემულ რუკაზე ასახული ძირითადი ქსელები წარმოადგენს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმის ძირითად ნახაზზე დამუშავებით საფუძველს, ამდენად უკანასკნელის მიმართ ცვლილებების განხორციელება დასაბუთების სახით უნდა ეყრდნობოდეს რუკის მონაცემებს და აუცილებლობის შემთხვევაში ითვალისწინებდეს ცვლილებებს ქსელის ადაპტირების მიზნით.

4. განხორციელებული და დაგეგმილი ფაქტობრივი ცვლილებები, თბილისის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი აირით მომარაგების ძირითადი ქსელის რუკის მიმართ, დაიტანება საინჟინრო ქსელების რუკებზ