1. საკურორტო-სარეკრეაციო ზონა წარმოადგენს შერეული ზონის ქვეზონას, რომელიც ემსახურება დასასვენებელი ან/და სამკურნალო დანიშნულების შენობა-ნაგებობების ფუნქციონირებას.

2. ნებადართული სახეობებია:

ა) დაბალი ინტენსივობის დასასვენებელი სახლი;

ბ) სანატორიუმი და პანსიონატი;

გ) სარეკრეაციო სივრცეები და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობა და ნაგებობა;

დ) დასასვენებელი ბანაკი;

ე) სასტუმრო;

ვ) ტურისტული ობიექტი;

ზ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების და ზოგადი განათლების დაწესებულება;

თ)კვების ობიექტი;

ი) გასართობი დაწესებულება;

კ) კულტურის, სოციალური, ჯანდაცვის და სასპორტო ობიექტი.

3. საგამონაკლისო წესით შეიძლება ასევე დასაშვები იყოს:

ა) რელიგიური/საკულტო ობიექტი;

ბ) საცალო ვაჭრობის ობიექტ