1. სასოფლო-სამოსახლო ზონა, რომელიც ძირითადად ემსახურება სასოფლო-სამეურნეო ფუნქციების განხორციელებას. სასოფლო-სამოსახლო ზონაში დასაშვებია საცხოვრებელი სახლები, აგრეთვე, ქვეზონისთვის შესაბამისი საზოგადოებრივი და სამეწარმეო ობიექტები, რომელიც გარემოზე არ ახდენს არსებით ზემოქმედებას.

2. ნებადართული სახეობებია:

ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი;

ბ) სასოფლო-სამეურნეო და სატყეო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტი;

გ) საბაღე და საბოსტნე მეურნეობისთვის საჭირო შენობა-ნაგებობა (მათ შორის, ორანჟერეა და სათბური);

დ) მეფრინველეობა-მეცხოველეობის სამეურნეო და ტექნიკური სამეურნეო ნაგებობა;

ე) სავაჭრო და კვების ობიექტი;

ვ) სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტი;

ზ) რელიგიური/საკულტო, კულტურის, სოციალური, ჯანდაცვისა და სასპორტო ობიექტი;

თ) სკოლამდელი და სასკოლო აღზრდის დაწესებულება;

ი) ადმინისტრაციული ობიექტი.

3. საგამონაკლისო წესით შეიძლება ასევე დასაშვები იყოს:

ა) სასტუმრო;

ბ) ოფისი;

გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურების ობიექტ