1. კომერციული ზონა წარმოადგენს ინდუსტრიული ზონის ქვეზონას, სადაც დომინირებს კომერციული ობიექტები, რომლებიც გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე არ ახდენს მავნე ზემოქმედებას.

2. ნებადართული სახეობებია:

ა) მრავალფუნქციური შენობა (დომინირებულად გამოყოფილია საზოგადოებრივი ფუნქციური სახეობები);

ბ) სარეკრეაციო სივრცეები და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობა და ნაგებობა;

გ) კვების და საოფისე ობიექტი;

დ) მომსახურების ობიექტი;

ე) სავაჭრო ცენტრი (მათ შორის, მოლი და აგრარული ბაზარი);

ვ) ოფისი;

ზ) სასტუმრო;

თ) ადმინისტრაციული ობიექტი;

ი) გასართობი დაწესებულებები, რომლის დანიშნულება მისი დასაშვებობის საშუალებას იძლევა;

კ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურების ობიექტი.

ლ) პროფესიული გადამზადების ცენტრი;

მ) ტექნოლოგიური პარკი.

3. საგამონაკლისო წესით შეიძლება ასევე დასაშვები იყოს:

ა) საცხოვრებელი სახლი, ქვეზონაში დასაქმებული პირებისათვის;

ბ) რელიგიური/საკულტო, კულტურის, სოციალური, ჯანდაცვისა და სასპორტო ობიექტ