1. სამშენებლო ტერიტორიებზე შესაბამისი ფუნქციით გათვალისწინებული მშენებლობის გარდა, შეიძლება ნებადართულ იქნეს:
ა) ქვეზონის ან/და ამ ქვეზონაში ნებადართული შენობა-ნაგებობის ფუნქციონირებისათვის საჭირო ამ ძირითადი დებულებების IV თავით განსაზღვრული ხაზობრივი ნაგებობა და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობა-ნაგებობა (სახანძრო-სამაშველო მომსახურების ობიექტები, პოლიცია, სასწრაფო და სხვა მსგავსი ობიექტები);
ბ) ქვეზონის ან/და ამ ქვეზონაში ნებადართული შენობა-ნაგებობის ფუნქციონირებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობა, რომლის არსებობაც დასაშვებია მხოლოდ მთავარ ობიექტთან ერთად;
გ) ქვეზონის ან/და ამ ქვეზონაში ნებადართული/არსებული შენობა-ნაგებობის ფუნქციონირებისათვის ან სხვა საქმიანობისთვის საჭირო დანადგარი ან/და ტექნიკური მოწყობილობა;
დ) სახელმწიფო საზღვრის დაცვის განსახორციელებლად საჭირო ობიექტები;
ე) განახლებადი ენერგიისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა;
ვ) ისეთი საერთო სარგებლობის სივრცეების და ობიექტების არსებობა (სკვერი, ბაღი, პარკი, სათამაშო ადგილები და სხვ.), რომელიც განსაზღვრულია ამ ძირითადი დებულებების IV თავით და ემსახურება ამ ქვეზონის სიცოცხლისუნარიანობასა და ნორმალურ ფუნქციონირებას;
ზ) სარეკლამო და საინფორმაციო ბანერები.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ობიექტების/სივრცეების მშენებლობა/განთავსება დასაშვებია, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ამ ძირითადი დებულებებით/ქალაქთმშენებლობითი გეგმებით დადგენილი ქვეზონის თავისებურებას და ხელს არ უშლის მის ფუნქციონირებას სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით, აგრეთვე ამ ძირითადი დებულებების მე-20 მუხლით.
3. განაშენიანების გეგმით/განაშენიანების დეტალური გეგმით შეიძლება შეიზღუდოს ან საერთოდ აიკრძალოს ქვეზონაში დამხმარე ობიექტების არსებობ