1. სპეციალური ზონა არის ისეთი ქვეზონა, რომელიც არსებითად განსხვავდება ამ წესის მე-6-მე-16 მუხლებით განსაზღვრული ქვეზონებისაგან და ახდენს სპეციალური ფუნქციების ერთ ქვეზონაში თავმოყრას კლასტერების სახით (სპზ-1) ან სხვა სპეციალური ზონის სახით (სპზ-2).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის შეიძლება არსებობდეს:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯი;

ბ) კვლევითი ცენტრი;

გ) ლაბორატორია;

დ) სტუდენტთა საცხოვრებელი სახლი;

ე) ტექნოლოგიური პარკი;

ვ) კულტურის, სოციალური და ჯანდაცვის ობიექტი;

ზ) კვების და სავაჭრო ობიექტი;

თ) სამხედრო დანიშნულების შენობა-ნაგებობა;

ი) საწვრთნელი პოლიგონი.

3. სპეციალური ზონის განსაზღვრისას შესაბამის ქალაქთმშენებლობით გეგმაში შესაძლებელია მიეთითოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე ფუნქცია.

4. განაშენიანების გეგმაში/განაშენიანების დეტალურ გეგმაში უნდა განისაზღვროს სპეციალური ქვეზონის კონკრეტული სახეობა და მისი განვითარების მიზანი და წინაპირობებ