1. ამ მუხლით დახმარების მიმღებია კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შშმ პირი.

2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად 1400 ლარის ოდენობით.

3. მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობა;

დ) პირადი საბანკო ანგარიში;

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას ბენეფიციარი მიიღებს წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზ