1. სამუშაო ჯგუფი იქმნება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით. სამუშაო ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი.

2. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს და უძღვება მის სხდომებს.

3. სამუშაო ჯგუფის მდივანი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ხმის უფლებით მონაწილეობს საკითხის განხილვაში, ასევე, იგი პასუხისმგებელია სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმის შედგენაზე.

4. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის სხდომის მუშაობას უძღვება კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

5. სამუშაო ჯგუფი მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს კვირაში ერთხელ მაინც.

6. სამუშაო ჯგუფის უფროსი უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, ერთი დღით ადრე განთავსებას კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო დაფაზ