1. ამ დახმარების მიმღები არის ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი 18- წლამდე ასაკის შვილი, ერთ-ერთი მშობელი და შვილები რეგისტრირებული არიან და ოჯახით ცხოვრობენ კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
2. მრავალშვილიან ოჯახს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, თითოეულ 18-წლამდე ასაკის შვილზე 150 ლარის ოდენობით.
3. მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) მშობლების (მშობლის) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
გ) შვილების დაბადების მოწმობები და არასრულწლოვანების რეგისტრაციის ბარათები (ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი);
დ) ქორწინების მოწმობა არსებობის შემთხვევაში;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
4. შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია დახმარების მიმღები ოჯახის წევრების და საცხოვრებელი ადგილის შესახებ.
5. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.
6. ამ მუხლით დახმარების მიმღები ვერ ისაგებლებს ამ წესის 24-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული დახმარები