1. ამ მუხლით 500 ლარის ოდენობით დახმარება გაეწევათ ბენეფიციარებს, რომლებსაც ამპუტირებული აქვთ კიდურები (ორი ან მეტი კიდური).
2. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა (მშობელი, მშვილებელი, მეურვე/მხარდამჭერი, მზრუნველი ან ნდობით აღჭურვილი პირი), ან მინდობილმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი (ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი);
დ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ფორმა №100;
ე) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში, არასრულწლოვანის შემთხვევაში ერთ-ერთი მშობლის, მეურვის ან მზრუნველის პირადი საბანკო ანგარიში;
ვ) ბენეფიციარის კანონიერმა წარმომადგენელმა (მშობელი, მშვილებელი, მეურვე/მხარდამჭერი, მზრუნველი ან ნდობით აღჭურვილი პირი) ან მინდობილმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს ასევე შესაბამისი დამადასტურებული დოკუმენტი;
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას მიიღებს ბენეფიციარი ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი, ან კანონიერი წარმომადგენელი პირად საბანკო ანგარიშზ