1. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას მიიღებს ცერებრალური დამბლით, პარაპლეგიით, ტეტრაპლეგიით, პარაპარეზით, ტეტრაპარეზით, არასრული ოსტეოგენეზით, ოსტეომალაციით, კახექსია მძიმე ფორმით, აუტიზმით, დაუნის სინდრომით, გონებრივი ჩამორჩენილობით, განვითარების ეტაპების დაყოვნებით, სმენის ორმხრივი დაქვეითებით III ხარისხიდან, ეპილეფსიით, ფსორიაზით, ცელიაკიით, ფენილკეტონურიით, ჰიდროცეფალიით, მიკროცეფალიით, სპინალური ამიოტროფიით, სპინო-ცერებრალური ატაქსიით, სირინგომიელიით; ოსტეომიელიტით, სპონდილოართრიტით, ორმხრივი ნეოართროზით და სისტემური დაავადებებით (კოლაგენოზები და ვასკულიტები), სქოლიოზით IV ხარისხის, 0-18 წლამდე ასაკის არაორგანული ენურეზით დაავადებული პირები.

2. ერთ ბენეფიცარზე რეაბილიტაციისთვის მომსახურებისთვის განკუთვნილია 1500 ლარი მის სრულად ამოწურვამდე.

3. ბენეფიციარს უფლება აქვს რეაბილიტაციის კურსი ჩაიტაროს მის ან მისი ოჯახის წევრის, ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებაში, სარეაბილიტაციო ცენტრში, შესაბამისი დაწესებულებიდან..

4. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან/და მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100), სადაც მითითებული უნდა იყოს დიაგნოზი და რეაბილიტაციის კურსის საჭიროება;

ე) ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან ან/და სარეაბილიტაციო ცენტრიდან, შესაბამისი დაწესებულებიდან;

5. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ანაზღაურდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამსი ანგარიშსწორების ანგარიშზე.

6. ცელიაკიით და ფენილკეტონურიით დახმარების მიმღები თუ ისარგებლებს მე-18 მუხლით, ვეღარ ისაგებლებს ამ დადგენილების მე-19 მუხლით გათვალისწინებული დახმარები