1. ცერებრალური დამბლით, პარაპლეგიით, ტეტრაპლეგიით, პარაპარეზით, ტეტრაპარეზით, არასრული ოსტეოგენეზით, ოსტეომალაციით, კახექსია მძიმე ფორმით, აუტიზმით, დაუნის სინდრომით, გონებრივი ჩამორჩენილობით, განვითარების ეტაპების დაყოვნებით, სმენის ორმხრივი დაქვეითებით III ხარისხიდან, ეპილეფსიით, ფსორიაზით, ფენილკეტონურიით, ცელიაკიით, ჰიდროცეფალიით, მიკროცეფალიით, სპინალური ამიოტროფიით, სპინო-ცერებრალური ატაქსიით, სირინგომიელიით; ოსტეომიელიტით, სპონდილოართრიტით, ორმხრივი ნეოართროზით და სისტემური დაავადებებით (კოლაგენოზები და ვასკულიტები), სკოლიოზით IV ხარისხის, ალცჰაიმერით, ცისტური ფიბროზით, ქონდროდისტროფია, ქონდრისკაცობა (ნანიზმი) პარკინსონით, გაფანტული სკლეროზით, დაავადებულ პირებზე სოციალური დახმარება გაიცემა ერთჯერადად 400 ლარის ოდენობით;
2. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა (მშობელი, მშვილებელი, მეურვე/მხარდამჭერი, მზრუნველი ან ნდობით აღჭურვილი პირი) ან მინდობილმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო არასრულწლოვნის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი (ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი);
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100) ან/და შეზღუდული შესაძლებლობების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საბანკო ანგარიში.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას მიიღებს ბენეფიციარი, მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი ან კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი, მშვილებელი, მეურვე/მხარდამჭერი, მზრუნველი ან ნდობით აღჭურვილი პირი) პირად საბანკო ანგარიშზ