1. ამ მუხლით დახმარებას მიიღებენ:
ა) ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;
ბ) ბრონქიალური ასთმით და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით დაავადებული პაციენტები;
გ) პარკინსონით დაავადებული პაციენტები;
დ) გლაუკომით დაავადებული პაციენტები;
ე) ფსორიაზით დაავადებული პაციენტები;
ვ) ვიტილიგოთი დაავადებული პაციენტები;
ზ) იქტიოზით (იხტიოზი) დავადებული პაციენტები;
თ) გულის უკმარისობით (III - IV სტადია) დაავადებული პაციენტები;
ი) ღვიძლის დაავადებებით დაავადებული პაციენტები;
კ) თირკმელების ქრონიკული უკმარისობით დაავადებული პაციენტები;
ლ) ჰემოფილიით დაავადებული პაციენტები.
2. ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით. დასაფინანსებელი მედიკამენტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ექვსი თვისათვის განკუთვნილ ნორმას.
3. კარდიოქირურგიული ოპერაცია, მწვავე ინფარქტი, მწვავე ინსულტის (თავის ტვინის იფარქტი) შემდგომ ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით. განცხადება თანდართული დოკუმეტებით ბენეფიციარმა უნდა წამოადგინოს სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
4. ონკოლოგიური პაციენტის სიმპტომური მკურნალობა. ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით.
5. სოციალურად დაუცველ პენსიონერ ბენეფიციარს, რომელთა სარეიტინგო ქულაა 0-დან 65 001-მდე, მედიკამენტური დახმარება გაეწევა ერთჯერადად არაუმეტეს 50 ლარის ოდენობით.
6. ამ მუხლით გათვალისწინებულმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებებელი დოკუმენტი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი (ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი);
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №100;
ე) ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი აფთიაქიდან;
ვ) ამ მუხლის მე-4 პუნქტით მოსარგებლე ბენეფიციარი წარმოადგენს ამონაწერს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
7. ამ მუხლით ფორმა №100 მიიღება ექიმთან მიმართვიდან ერთი თვის ვადაში გარდა 1-ლი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში (ფორმა №100-ში ექიმთან მიმართვა შესაძლებელია იყოს ბენეფიციარის დიალიზზე აღრიცხვის თარიღით).
8. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ანაზღაურდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზ