ა) ეპილეფსიით  დაავადებული პაციენტები;

ბ) ბრონქიალური ასთმით და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით დაავადებული პაციენტები;

გ) პარკინსონით დაავადებული პაციენტები;

დ) გლაუკომით   დაავადებული პაციენტები;

ე) ფსორიაზით დაავადებული პაციენტები;

ვ) ვიტილიგოთი დაავადებული პაციენტები;

ზ) იქტიოზით (იხტიოზი) დაავადებული პაციენტები;

თ) გულის  უკმარისობით (III -  IV სტადია)  დაავადებული პაციენტები;

ი) ღვიძლის დაავადებებით დაავადებული პაციენტები;

კ) თირკმელების ქრონიკული უკმარისობით დაავადებული პაციენტები;

ლ) ჰემოფილიით დაავადებული პაციენტები;

ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით. დასაფინანსებელი მედიკამენტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ექვსი თვისათვის განკუთვნილ ნორმას. კარდიოქირურგიული ოპერაცია, მწვავე ინფარქტი, მწვავე ინსულტის (თავის ტვინის იფარქტი) შემდგომ ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით. განცხადება თანდართული დოკუმეტებით ბენეფიციარმა უნდა წამოადგინოს  სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ონკოლოგიური პაციენტის სიმპტომური მკურნალობა. ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად,  არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით. სოციალურად დაუცველ პენსიონერ ბენეფიციარს, რომელთა სარეიტინგო ქულაა 0-დან 65 001-მდე, მედიკამენტური დახმარება გაეწევა ერთჯერადად არაუმეტეს 50 ლარის ოდენობი