განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 6373.0 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2026 წლის გეგმა

04 00

განათლება

6373.0

04 01

სკოლამდელი დაწესებულებების ხელშეწყობა

6373.0

04 02

სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია მშენებლობა

-

04 03

ზოგადი განათლების (საჯარო სკოლების ხელშეწყობა)

-

პროგრამის დასახელება

კოდი

სკოლამდელი დაწესებულებების ხელშეწყობა

დაფინანსება ათას ლარში

04 01

6373.0

პროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ - კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანება

პროგრამის აღწერა

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის საკუთარ (ექსკლუზიურ) უფლებამოსილებას წარმოადგენს.

შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსების გამოყოფა და ყველა სხვა ღონისძიების გატარება. დღეის მდგომარეობით კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 28 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება (5 ბაღი ქ. კასპში და 23 ბაღი სოფლებში) სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 1600-ზე მეტი ბავშვი. მუნიციპალიტეტში არსებული ბაღების რაოდენობა სრულად უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვების მიღებას და შესაბამისი სააღზრდელო პროცესის წარმართვას.
ბაგა-ბაღებში ჯამში დასაქმებულია 485 თანამშრომელი.

პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

პროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 2-დან 6 წლამდე ყველა ბავშვის უზრუნველყოფა საბავშო ბაღის მომსახურებით, შესაბამისი სააღმზრდელო პროცესით;
სკოლის ასაკს მიღწეული ბავშვები მზაობა დაწყებითი განათლების მიღებისათვის;
პროგრამის მიზანს ასევე წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესის  უზრუნველყოფა შესაბამისი პირობებით, მათ შორის: სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება სახელმწიფოს მიერ დადგენილი  სტანდარტების უმეტესობა, დაცული იქნება სანიტარული და ჰიგიენური, კვების ორგანიზებისა და კვების რაციონის ნორმებ