დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 3842.0 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2026 წლის გეგმა

03 00

დასუფთავება და გარემოს დაცვა

3842.0

03 01

დასუფთავება და ნარჩენების გატანა

2795.0

03 02

მწვანე ნარგავების მოვლა პატრონობა, განვითარება

300.0

03 03

უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები

247.0

03 04

კაპიტალური დაბანდება დასუფთავების სფეროში

500.0

პროგრამის დასახელება

კოდი

დასუფთავება და ნარჩენების გატანას

დაფინანსება
ათას ლარში

03 01

2795.0

პროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ - კასპის კეთილმოწყობა

პროგრამის აღწერა

პროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ კასპის კეთილმოწყობა ახორციელებს ქალაქსა და მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციული ერთეულებიდან ნარჩენების მოგროვებას და გატანას, ზამთრის პერიოდში თოვლისგან გზების გაწმენდას, საჭიროების შემთხვევაში სანიაღვრე არხების გაწმენდას და ფორსმაჟორულ სიტუაციებში სხვა გადაუდებელი ღონისძებების განხორციელებას. ნარჩენების გატანის ღონისძიებებს ემსახურება 14 ერთეული ავტომანქანა.  ნარჩენების გატანა (კონტეინერების დაცლა) ხორციელდება ქალაქ კასპიდან და მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფლიდან. შეგროვებული ნარჩენები გადის მიქელწყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ნაგავსაყრელებზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯამში განთავსებული კონტეინერების რაოდენობა შეადგენს 750 ერთეულს, მათ შორის, 400 განთავსებულია ქ. კასპში და 350 მუნიციპალიტეტის სოფლებში.

-პროგრამის ფარგლებში შეძენილი იქნება ნარჩენებისთვის კონტეინერები,პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ყოველწლიურად გადის დაახლოებით 7800 ტონა (31000 მ/კ) ნარჩენი, ზაფხულის სეზონზე  საგრძნობლად იზრდება გატანილი ნარჩენის მოცულობა.
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება 182018 მ² დასუფთავება. და სხვა.

პროგრამისთვის გამოყოფილ ასიგნებები ასევე მოიცავს ა(ა)იპ - კასპის კეთილმოწყობის ადმინისტრაციულ ხარჯებს, მათ შორის, ხელშეკრულებით აყვანილ პერსონალის (მეზოოვები, მძღოლები, ზედამხედველები და სხვა) ხელფასებს.

პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიღწეული იქნება სისუფთავის და სანიტარული მდგომარეობის  მაღალი დონე. მთელი წლის მანძილზე შეუფერხებლად განხორციელდება კასპის მუნიციპალიტეტის დასუფთავება და ქალაქიდან ნარჩენების  გატანა; ზამთრის პერიოდში დროულად მოხდება დათოვლილი გზაბის გაწმენდა

პროგრამის დასახელება

კოდი

მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება

დაფინანსება
ათას ლარში

03 02

300.0

პროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ - კასპის კეთილმოწყობა

პროგრამის აღწერა

პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ქ. კასპის ტერიტორიაზე არსებული  7 სკვერის და 10 გამწვანებული ტერიტორიის (ჯამში 17750 მ² მოვლა-პატრონობა. კერძოდ, სკვერებსა და გამწვანებულ ტერიტორიებზე ტარდება მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიები, ნარგავების დარგვა, მორწყვა, შეწამვლა და საჭიროების შემთხვევაში შხამ-ქიმიკატების შეტანა.  საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის ფარგლებში, ასევე ფინანსდება სკვერებში დაზიანებული სკამების და სხვა ინვენტარის შეკეთება ან/და გამოცვლის ღონისძიებები, და სხვა.
პროგრამის ფარგლებში ასევე ხორციელდება 13 საშტატო ერთეულის ხელფასების დაფინანსება.

პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

ქ. კასპის ტერიტორიაზე არსებული სკვერების გაუმჯობესებული ვიზუალური მხარე;
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დასვენებისა და განთვირთვისათვის კომფორტული პირობების შექმნა;
ქალაქისა ტერიტორიებზე დაირგვება ნარგავები; მოხდება მათი მორწყვა, შხამ- ქიმიკატების შეტანა  და ნიადაგის გაფხვიერე