კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 7020.0 ათასი ლარი. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2026 წლის გეგმა

05 00

კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი

7020.0

05 01

სპორტის სფეროს განვითარება

3172.0

05 01 01

სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა

2572.0

05 01 01 03

სპორტის დაწესებულებების გაერთიანების ხელშეწყობა (ახალი)

2572.0

05 01 03

კაპიტალური დაბანდებები სპორტის სფეროში

600.0

05 02

კულტურის სფეროს განვითარება

3628.0

05 02 01 05

კულტურისა და სახელოვნებო სკოლების გაერთიანების ხელშეწყობა (ახალი)

2201.0

05 02 01 06

ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანების ხელშეწყობა (ახალი)

1327.0

05 02 03

კაპიტალური დაბანდება კულტურის სფეროში

-

05 02 04

რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა

100.0

05 03

ახალგაზრდობის მხარდაჭერა და ღონისძიების ხარჯები

220.0

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სპორტის დაწესებულებების გაერთიანების ხელშეწყობა

დაფინანსება
ათას ლარში

05 01 01 03

2572.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ კასპის მუნიციპალიტეტის სპორტის დაწესებულებების გაერთიანება

ქვეპროგრამის აღწერა

ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებები ხმარდება კასპის მუნიციპალიტეტში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას. დაწესებულებაში ჯამში ვარჯიშობს 400-მდე აღსაზრდელი. სავარჯიშო პროცესი მიმდინარეობს 4 სპორტულ მოედანზე. დაწესებულების აღსაზრდელები წლის განმავლობაში მონაწილეობას რებულობენ სხვადასხვა რეგიონალურ და სახელობით ტურნირებში. ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე ფინანსდება მწვრთნელების ხელფასები, კლუბის კომუნალური და სხვა გადასახადები, ტურნირებში მონაწილე გუნდების მგზავრობის, კვების, გუნდების ეკიპირების, სამედიცინო და სხვა ხარჯები.  დაწესებულებაში სამწვრთნელო პროცესი მიმდინარეობს ყოველდღიურად. დაწესებულებაში დასაქმებულია 47 ადმიანი. გაერთიანების აღსაზრდელები ზაფხულობით გადიან სპორტულ შეკრებას, მონაწილეობას ღებულობენ სპორტულ შეჯიბრებეში და ტურნირებში საქართველოს მასშტაბით.ქვეპროგრამა ხორციელდება ა(ა)იპ კასპის სპორტკომპლექისის ბაზაზე. სპორტკომპლექსის აერთიანებს 13 სპორტულ სახეობას, ესენია: თავისუფალი ჭიდაობა; ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, სამბო, ძიუდო, ქართული ჭიდაობა, კარატე, კინგ-ბოქსინგი, პანკრატიონი, კრივი, მაგიდის ჩოგბურთი, შაში, ჭადრაკი და კალათბურთი; სულ სპორტკომპლექსში ზემოაღნიშნულ სპორტის სახეობებს ეუფლება 600-მდე ბავშვი, რომელთაც სამწვრთნელო პროცესი უტარდებათ კვირაში 3-ჯერ. სპორტკომპლექსში დასაქმებულია ჯამში 90 ადმიანი, მათ შორის, 60 ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალი და 30 მწვრთნელი. ცენტრის აღსაზრდელები მონაწილეობას ღებულობენ სპორტულ შეჯიბრებეში და ტურნირებში როგორც მუნიციპალიტეტის ასევე ქვეყნის მასშტაბით. სპორტკომპლექსის აღზრდილი სპორტსმენები (დაახლოებით 15 სპორტსმენი) ირიცხებიან საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში და წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებებსა და ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია კასპის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს გაცემა, გამარჯვებულ სპორტსმენებზე ფულადი ჯილდო გაიცემა შემდეგი ოდენობით:

1.ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულებზე: ა) უფროსი ასაკი:  I ადგილი 5000 ლარი; II ადგილი 3000 ლარი; III ადგილი 2000 ლარი. ბ) ახალგაზრდებში: I ადგილი 3000 ლარი; II ადგილი 2000 ლარი; III ადგილი 1000 ლარი. გ) ჭაბუკებში: I ადგილი 2000 ლარი; II ადგილი 1000 ლარი; III ადგილი 700 ლარი.

2. ოლიმპიურ სახეობებში ევროპის ჩემპიონატში გამარჯვებულებზე: ა) უფროსი ასაკი:  I ადგილი 3000 ლარი; II ადგილი 2000 ლარი; III ადგილი1500 ლარი. ბ) ახალგაზრდებში: I ადგილი 2000 ლარი; II ადგილი 1000 ლარი; III ადგილი 700 ლარი. გ) ჭაბუკებში: I ადგილი 1500 ლარი; II ადგილი 1000 ლარი; III ადგილი 500 ლარი. 3. არაოლიმპიურ სახეობებში ევროპის ჩემპიონატში გამარჯვებულებზე: ა) უფროსი ასაკი: I ადგილი 2000 ლარი; II ადგილი 1500 ლარი; III ადგილი1000 ლარი. ბ) ახალგაზრდებში: I ადგილი 1500 ლარი; II ადგილი 1000 ლარი; III ადგილი 500 ლარი. გ) ჭაბუკებში: I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი. 4. არაოლიმპიურ სახეობებში მსოფლიო  ჩემპიონატში გამარჯვებულებზე: ა) უფროსი ასაკი: I ადგილი 2500 ლარი; II ადგილი 2000 ლარი; III ადგილი1000 ლარი. ბ) ახალგაზრდებში: I ადგილი 2000 ლარი; II ადგილი 1500 ლარი; III ადგილი 1000 ლარი. გ) ჭაბუკებში: I ადგილი 1500 ლარი; II ადგილი 700 ლარი; III ადგილი 500 ლარი. 5. საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებულებზე ა) უფროსი ასაკი: I ადგილი 1500 ლარი; II ადგილი 1000 ლარი; III ადგილი 700 ლარი. ბ) ახალგაზრდებში: I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 700 ლარი; III ადგილი 500 ლარი. გ) ჭაბუკებში: I ადგილი 700 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი. 6. საქართველოს ფალავნობა-ფალავანი 5000 ლარი. 7. ოლიმპიური თამაშები: I ადგილი  10000 ლარი; II ადგილი 7000 ლარი; III ადგილი 5000 ლარი.

გამარჯვებული სპორტსმენის მწვრთნელს გადაეცემა ფულადი ჯილდო, სპორტსმენზე  გათვალისწინებული სრული ფულადი ჯილდოს 50%-ის ოდენობით.

ფულადი ჯილდო გადაეცემათ მხოლოდ იმ მწვრთნელებს, რომლებიც სასწავლო-საწვრთნელ საქმიანობას ახორციელებენ კასპის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სპორტულ დაწესებულებებში და რომელთა მიერ მომზადებულმა კასპის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა სპორტსმენმა დაიკავეს  საპრიზო ადგილები.

ქვეპროგრამის  მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

ქვეპროგრამის მიზანია:
- ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას;
- მეტი მოზარდის ჩართვა სპორტში;
- მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა თაობაში ფეხბურთის პოპულარიზაცია.
მოსალოდნელი შედეგი: წლიდან წლამდე ფეხბურთის ვარჯიშებით დაკავებული ბავშვების  გაზრდილი რაოდენობა

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

კულტურის  და სახელოვნებო სკოლების დაწესებულებების გაერთიანების ხელშეწყობა

დაფინანსება
ათას ლარში

05 02 01 05

2201.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ  - კასპის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების გაერთიანება

ქვეპროგრამის აღწერა

ქვეპროგრამა ხორციელდება კულტურის დაწესებულებების გაერთიანების ბაზაზე, რომელიც აერთიანებს კულტურის ცენტრს ქ. კასპში, კულტურის სახლის ს. ქვემო ჭალაში და 16 სასოფლო კლუბს. გაერთიანებაში ფუნქციონირებს ქორეოგრაფიული, ბალეტის, ტავარჯიშის, სამეჯლისო სპორტული ცეკვების, ხალხური საკრავების შემსწავლელი, საესტრადო და ქართული ხალხური სიმღერების, გიტარის და ხატვის წრეები. ჯამში დაწესებულების მომსახურებით სარგებლობს კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1000-მდე ახალგაზრდა. გაერთიანებაში დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს 78 თანამშრომელს.
წლის განმავლობაში გაერთიანება მნიშვნელოვან (საიუბილეო) თარიღებზე აწყობს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს. ყოველწლიურად ტარდება ქართულური სიმღერისა და გალობის ტრადიციული ფესტივალი „ქართლი“, ასევე ყოველწლიურად ტარდება ფერების ფესტივალი და ეროვნული სამოსის დღე. გაერთიანების აღსაზრდელები მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა სახის კონკურსებსა და ფესტივალებში როგორც მუნიციპალიტეტის ასევე ქვეყნის მასშტაბით, და სხვა.

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

კასპის მუნიციპალიტეტის მოზარდი თაობისათვის ქორეოგრაფიის, ბალეტის, ტავარჯიშის, სამეჯლისო სპორტული ცეკვების და ხელოვნების სხვა სახეობების შესწავლა.
შემოქმედებით ცხოვრებაში მოსახლეობის ფართო ფენების ჩართულობა, მოსახლეობაში ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია და მათი შემოქმედებითი უნარების განვითარება;
გაერთიანებაში არსებულ წრეებზე სწავლის მსურველთა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სამუსიკო სკოლები და მოსაწავლე-ახალგაზრდობის სახლი წლის განმავლობაში ფუნქციონირბს შეუფერხებლად. სრულად არის დაკმაყოფილებული  სამხატვრო და სამუსიკო განათლებაზე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდების მოთხოვნა. სკოლების აღსაზრდელები მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებულ კულტურულ ღონისძიებებში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ კონკურსებსა და ფესტივალებში

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ბიბლიოთეკების და მუზეუმების გაერთიანების ხელშეწყობა

დაფინანსება
ათას ლარში

05 02 01  06

1327.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ - კასპის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების გაერთიანება

ქვეპროგრამის აღწერა

ქვეპროგრამა ხორციელდება კასპის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების გაერთიანების ბაზაზე, რომელიც აერთიანებს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ 3 ბიბლიოთეკას, ესენია: მთავარი ბიბლიოთეკა, კასპის საქალაქო ბიბლიოთეკა და ქვემო ჭალის სასოფლო ბიბლიოთეკა.  ბიბლიოთეკაში წიგნის ფონდი ჯამში შეადგენს 55000 ერთეულს. წლის განმავლობაში ბიბლიოთეკების მომსახურებით სარგებლობს დაახლობით 2300 მკითხველი. ბიბლიოთეკაში სხვადასხვა მნიშვნელოვან (საიუბილეო) თარიღებზე ეწყობა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები და გამოფენები.
ბიბლიოთეკების გაერთიანებაში დასაქმებულია 39 თანამშრომელი, ბიუჯეტით გამოყოფილი თანხები ხმარდება თანამშრომელთა ხელფასებს, დაწესებულებების კომუნალურ გადასახადებს, ღონისძიბების ორგანიზების, წიგნების ფონდის შევსების და სხვა ბიბლიოთეკის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს  ქვეპროგრამა ხორციელდება ა(ა)იპ კასპის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიაბების ბაზაზე. ა(ა)იპ აერთიანებს 5 მუნიციპალურ მუზეუმს, ესენია:
- კასპის მხარეთმცოდნების მუზეუმი;
- ლამისყანის ჯამბაკურ ორბელიანთა სასახლე-მუზეუმი;
- ხოვლის ი. ჯავახიშვილი სახელობის სახლ-მუზეუმი;
- სასირეთის გ. მაზნიაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმი;
- კავთისხევის ო. კელაპტრიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმი;
მუნიციპალურ მუზეუმებში დღეის მდგომარეობით განთავსებულია 43127 ექსპონატი. წლის განმავლობაში ვიზიტორთა რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 3500-ს სტუმარს. მუზეუმში მნიშვნელოვან თარიღებზე (იუბილეებზე) ეწყობა სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიებები და გამოფენები.
ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე ხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონიტორინგი. მონიტორინგს ახორციელებენ ე.წ. ძეგლის მცველები (6 თანამშრომელი), რომლებიც პერიოდულად ამოწმებენ ძეგლებს და შესაბამის სამსახურებს აწვდიან ინფორმაციას ძეგლის მდგომარეობის შესახებ.

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში და განსაკუთრებით მოზარდ თაობაში კულტურულ-საგანმანათელბლო დონის ამაღლება;
ყველა სოციალური ჯგუფისთვის, დაინტერესებული პირისათვის შეუფერხებელი შესაძლებლობის მიცემა ისარგებლოს საბიბლიოთეკო მომსახურებით;
ბიბლიოთეკებისადმი მოსახლეობის დაინტერესების ზრდა;
მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში წიგნის პოპულარიზაცია.

მუზეუმებისადმი მოსახლეობის დაინტერესების და ჩართულობის გაზრდა;
დაინტერესებული პირებისათვის ცნობილი საზოგადო მოღვაწეების ცხოვრების და შემოქმედების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
ისტორიული და ღირშესანიშნავი ექსპონატების პოპულარიზაცია;
მუნიციპალიტეტის და ზოგადად ქვეყნის ისტორიის პოპულარიზაცი