ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 10832.0 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2026 წლის გეგმა
02 00
ინფრასტრუქტურის განვითარება
10832.0
02 01
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება
4172.0
02 02
წყლის სისტემების განვითარება
2130.0
02 02 01
წყლის სისტემების ექსპლოატაცია
1430.0
02 02 01 01
წყლის სისტემების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება
480,0
02 02 01 02
წყლის სისტემების მოვლა პატრონობა
950.0
02 02 02
წყლის სისტემების რეაბილიტაცია
700.0
02 03
გარე განათება
900.0
02 03 01
გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია
900.0
02 03 01 01
გარე განათების ქსელზე მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურება
700.0
02 03 01 02
გარე განათების ქსელის მოვლა პატრონობა
200,0
02 03 02
კაპიტალური დაბანდება გარე განათების სფეროში
-
02 05
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება
280.0
02 06
კეთილმოწყობის ღონისძიებები
800.0
02 06 01
ბაღების და სკვერების მოვლა
600.0
02 06 02
მგზავრთა მისაცდელების მოვლა შენახვა
-
02 06 03
ფასადების და სხვა ნაგებობების აღდგენის სამუშაოები
200.0
02 07
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
700.0
02 08
სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა რეაბილიტაცია ექსპლოატაცია
600.0
02 09
საპროექტო სამუშაოებისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების ხარჯი
1250.0
02 10
საკანალიზაციო სისტემის მოწყობა და რეაბილიტაცია
-
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
გზების მოვლა-შენახვა და მიმდინარე შეკეთება
დაფინანსება
ათას ლარში
02 01
140.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
საგზაო ინფრასტრუქტურის ექსპლოტაციის, მოვლა-შენახვის სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყოველწლიურად მიმდინარეობს. სამუშაოები მოიცავს ასფალტირებული ქუჩების დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა- რეაბილიტაციას (მათ შორის, ბზარების შევსებას ბითუმით ან ემულსიით, ე.წ. ორმული შეკეთებას, ნაგებობების ცალკეული ელემენტების შეკეთებას,ლითონის ცხაურების, თვალამრიდების და სხვა საგზაო ელემენტების გასწორებას, გზისპირა კიუვეტების და მილების გაწმენდას, სიჩქარის შემანელებელი ბორცვების მოწყობას); არაასფალტირებული ქუჩების გრუნტის საფარის მოსწორებას და მოხრეშვა-მოშანდაკებას. წლის განმავლობაში საშუალოდ ხორციელდება 507 კვ/მ გზის მიმდინარე შეკეთება; და სხვა.
სამუშაოები განხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის იმ მონაკვეთებზე, რომლებზეც მოხდა ტექნიკური დათვალიერება და მოცულობების დადგენა, ან წლის განმავლობაში გამოიკვეთება სამუშაოების შესრულების აუცილებლობა
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
კასპის მუნიციპალიტეტში გზებს ჩაუტარება მიმდინარე შეკეთება (ორმული სამუშაოები, მოხრეშვა). შესრულებული სამუშაოები უსაფრთხოს გახდის ამ გზებზე გადაადგილებას.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
გზების კაპიტალური შეკეთება
დაფინანსება
ათას ლარში
02 01
4032.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია კასპის მუნიციპალიტეტში არსებული დაზიანებული და ამორტიზირებული გზების კაპიტალური შეკეთება/რეაბილიტაცია. კერძოდ ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია პროექტების განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს ქ.კასპსა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისთვის "რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან" გამოყოფილი თანხებით და ადგილობრივ ბიუჯეტით თანადაფინასებას, და სხვა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება;
მგზავრთა გადაადგილების დროის შემცირება;
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცვეთის შემცირება;
ტურიზმის ხელშეწყობა;
მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება;
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
წყლის სისტემის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯი
დაფინანსება
ათას ლარში
02 02 01 01
480.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საფინანსო სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგამსათვის გათვალისწინებული ასიგნებები ხმარდება კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფლებში: მირიანი, ოკამი, კოდისწყარო, ნიგოზა, ჩობალაური, ლამისყანა, ქვემო რენე, ზემო რენე,ყარაფილა-სარიბარი-ზადიანთკარის, სამთავისი, ბოჟამი, ქვემო ჭალა საკორინთლო-ახალშენა, განთავსებული წყლის სისტემების 15 ტუმბო მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურებას.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტში არსებული წყლის ყველა სატუმბი მოწყობილობების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურება;
კასპის მოსახლეობის უზრუნველყოფა 24 საათიანი სასმელი წყლით
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
წყლის სისტემების მოვლა-პატრონობა
დაფინანსება
ათას ლარში
02 02 02 02
950.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
შ.პ.ს."სოფლის წყალი"
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამა ითვალისწინებს კასპის მუნიციპალიტეტის 67 სოფელში ადგილობრივი დანიშნულების წყალმომარაგების იმ ქსელების გამართულ და შეუფერხებელ ფუნქციონირების უზრუნველყოფას, რომლებიც არ შედის შ.პ.ს."გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" კასპის სერვისცენტრის მართვის ქვეშ. ასევე საჯარო სკოლების და ამბულატორიების წყალმომარაგების ქსელების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფას. სოფლებში გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული დაზიანებული ადგილების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას და სამარაგო რეზერვუარებისა და წყალსადენის სისტემების ქსელების ქლორირების საქმიანობების ჩატარებას, სანიტარული ზონების მოწყობას, ასევე შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას, რაც მიზნად ისახავს სოფლის მოსახლეობის, ასევე ვიზიტორების უწყვეტ რეჟიმში ხარისხიანი სასმელი წყლით მომარაგებას, და სხვა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების გამართული ქსელის შენარჩუნება და მოსახლეობის უზრუნველყოფა ხარიხიანი სასმელი წყლით
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
წყლის სისტემების რეაბილიტაცია
დაფინანსება
ათას ლარში
02 02 02
700.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყალმომარაგების ქსელის (მათ შორის, წყლის სათავე ნაგებობების, წყლის მაგისტრალების და სხვა) კაპიტალურ რეაბილიტაციას. საჭიროების შემთხვევაში, ასევე ხორციელდება ახალი წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები. ქვეპროგრამა უმეტესწილად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერით. ქვეპროგრამისათვის ასევე გამოყოფილია თანხები მუნიციპალიტეტის ადგილობრივი შემოსავლებიდან. თანამონაწილეობისთვის, და სხვა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი საბოლოო შედეგი
მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში მოქმედებს ხარისხიანი სასმელი წყლის მიწოდების 24 საათიანი გრაფიკი;
მუნიციპალიტეტის ყველა ოჯახს გააჩნია შეუფერხებლი წვდომა სასმელ წყალზე; მოწყობილია მაგისტრალური და შიდა ქსელები. მოწყობილია გამრიცხველიანება
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
გარე განათების ქსელი მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურება
დაფინანსება
ათას ლარში
02 03 01 01
700.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საფინანსო სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგამისათვის გათვალისწინებული ასიგნებები ხმარდება კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული განათების წერტილების (5600 ერთეული) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურებას.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
გარე განათების ქსელის ფუნქციონირების მიზნით მუნიციპალურ ბალანსზე არსებული განათების ქსელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურება;
ღამის საათებში ქ.კასპის და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობისთვის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფა
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
გარე განათების ქსელის მოვლა-პატრონობა
დაფინანსება
ათას ლარში
02 03 01 02
200.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ - კასპის კეთილმოწყობა
ქვეპროგრამის აღწერა
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელი ფუნქციონირებს ქ. კასპის და 16 ადმინისტრაციულ ერთეულის ყველა ცენტრალურ მონაკვეთზე. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული 5600 სანათი წერტილის მოვლა-პატრონობა, მათ შორის ქ. კასპში 2700 და სოფლებში 2900 წერტილი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულის გარე განათების ქსელის გამართული ფუნქციონირებისათვის ხორციელდება მისი პერიოდული შეკეთება, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქსელში მწყობრიდან გამოსული ნათურების და განათებასთან დაკავშირებული სხვა მოწყობილობების (მრიცხველი, დაზიანებული ბოძი, ე.წ. დროსელი და სხვა) შეკეთება/გამოცვლას, და სხვა.
ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე ფინანსდება 6 საშტატო ერთეულის ხელფასები.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
მთელი წლის მანძილზე გარე განათების სისტემა ფუნქციონირებს გამართულად. პერიოდულად წარმოქმნილი შეფერხებები აღმოფხვრება დროულად. მუნიციპალიტეტში გარე განათების ქსელით მოცულია დასახლებული ტერიტორიების დაახლოებით 80%.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ბაღებისა და სკვერების რეაბილიტაცია
დაფინანსება
ათას ლარში
02 06 01
600.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფრასტუქტურული პროექტების დაფინანსება.
გარდა აღნიშნული პროექტებისა, 2025 წლის განმავლობაში არსებული ფინანსური რესურსების ფარგლებში, კეთილმოწყობის ღონისძიებების ქვეპროგრამიდან შესაძლებელია განხორციელდეს სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. ლოკაციების შერჩევა განხორციელდება მოსახლეობის მომართვიანობის გათვალისწინებით,ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით სკვერებისა და რეკრეაციული ზონების კეთილმოწყობა:
ქვეპროგრამის ფარგლებში რეაბილიტირებული სკვერებით შეიქმნება კომფორტული და ჯანსაღი გარემო მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისა და სტუმრებისათვის.
პროგრამის დასახელება
კოდი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
დაფინანსება
ათას ლარში
02 07
700.0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საფინანსო სამსახური
პროგრამის აღწერა
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კასპის მუნიციპალიტეტს გამოეყოფა სპეციალური ტრანსფერი, რომლის გაანგარიშებაც ხდება შემდეგი პრინციპით:
ა) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 200 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 5 000 ლარი;
ბ) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს 201-დან 400 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 6 000 ლარი;
გ) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს 401-დან 1 000 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 8 000 ლარი;
დ) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა აღემატება 1 000 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 10 000 ლარი.
დასახლებაში განსახორციელებელი პროექტის შერჩევა ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) დასახლებაში, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 500 ამომრჩეველს, პროექტი შეირჩევა დასახლების საერთო კრებაზე, რომლის ჩატარებას უზრუნველყოფს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი;
ბ) დასახლებაში, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა შეადგენს 501-დან 1000 ამომრჩეველს, პროექტი შეირჩევა ამომრჩევლებთან კონსულტაციების გზით, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს არანაკლებ 100 ამომრჩეველმა;
გ) დასახლებას, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა აღემატება 1000 ამომრჩეველს, პროექტი შეირჩევა ამომრჩევლებთან კონსულტაციების გზით, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს არანაკლებ 200 ამომრჩეველმა.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
მოსახლეობის აქტიურობის გაზრდა, მოსახლეობის აზრის გათვალისწინება საკუთარი დასახლების (სოფლის) პრობლემების გადაწყეტაში;
იმ მცირე პროექტების დაფინანსება, რომელთა პრიორიტეტულობასაც განსაზღვრავს კონკრეტული დასახლების (სოფლის) მოსახლეობის უმრავლესობა
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
საპროექტო სამუშაოებისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების ხარჯები
დაფინანსება
ათას ლარში
02 09
1250.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა. ამასთან, იმ ხელშეკრულებებზე რომელთა ღირებულება არ აღემატება 50.0 ათას ლარს პროექტის შემდგენი ახორციელებს შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზას. ამ პროგრამის ფარგლებში ასევე ფინანსდება 50.0 ათას ლარზე მეტი თანხის ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკური ზედამხედველობის (საექსპერტო მომსახურების) სამუშაოების შესყიდვა.
პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი ინფრასტრუტურული პროექტებისათვის დროულად და კვალიფიციურად მოხდეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა. ასევე, პროექტების განხორციელებისას ჩატარებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფა მათზე მუდმივი ზედამხედველობის განხორციელების გზით.
პროგრამის თანხების განკარგვა ხორციელდება რეგიონალურ დონეზე ჩატარებული კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია დროულად და კვალიფიციურად მომზადება; შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების მაღალი ხარისხი, ისე რომ იგი აკმაყოფილებდეს პროექტით განსაზღვრულ და ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სამშენებლო ნორმებს (სტანდერტებ