1. ამ მუხლით დაფინანსებას მიიღებს ბენეფიციარი:
ა) თვალის ოპერაციის თანადაფინანსებით;
ბ) თვალის ინექცია/ინექციები დაფინანსებით/თანადაფინანსებით;
გ) მაკულის ასაკობრივი დეგენერაციის მკურნალობის დაფინანსებით.
2. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ბენეფიციარის პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი (ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი);
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ე) ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან;
ვ) უარი ან დაფინანსების ფურცელი სახელმწიფო პროგრამით ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე ან/და შესაძლებელია იგივე მონაცემები წარმოდგენილი იყოს ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში.
3. ბენეფიციარს უფლება აქვს ისარგებლოს ერთჯერადად ამ მუხლის 1-ლი პუნქტის როგორც „ა“ , ასევე „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით. „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით სარგებლობისას დაფინანსდება პაციენტის მიერ გადასახდელი თანხა: 300 ლარამდე სრულად, ხოლო 301 ლარიდან – 70% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით სარგებლობისას დაფინანსდება ინექცია (ინექციები) არაუმეტეს 600 ლარისა;
4. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით სარგებლობისას თუ ბენეფიციარმა წარმოადგინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან უარი დაფინანსების თაობაზე, დაფინანსდება მოთხოვნილი თანხა 300 ლარამდე სრულად, ხოლო 301 ლარიდან – 70%-ით, არაუმეტეს 500 ლარისა.
5. ანაზღაურდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების ან აფთიაქის მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვის ან/და კალკულაციის ან/და სხვა დოკუმენტის მიხედვით, შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე.
6. დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 30 კალენდარული დღის ვადაშ