1. ამ მუხლით ერთჯერადად დახმარების მიმღები არის ბენეფიციარი (მათ შორის, ონკოლოგიური), რომელსაც ამოწურული აქვს სამედიცინო მომსახურებისთვის გათვალისწინებული ლიმიტი.
2. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ბენეფიციარის პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი (ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი);
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ე) ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან;
ვ) ცნობა, რომელიც ადასტურებს ლიმიტის ამოწურვას.
3. ანაზღაურდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე.
4. ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად თანადაფინანსებით, დაუფინანსებელი თანხის 50%-ით, არაუმეტეს 1000 ლარისა.
5. დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 30 კალენდარული დღის ვადაშ