1. თანადაფინანსდება ერთჯერადად საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ დაუფინანსებელი თანხის 70% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 3000 ლარისა.
2. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი (ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი);
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ე) ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან;
ვ) უარი ან დაფინანსების ფურცელი საყოველთაო ჯანდაცვიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე ან/და შესაძლებელია იგივე მონაცემები წარმოდგენილი იყოს ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში;
ზ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან (დეპარტამენტი) საინფორმაციო ბარათი.
3. ანაზღაურდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე.
4. ამ მუხლით ისარგებლებს ბენეფიციარი, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგისტრირებულია კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
5. დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 30 კალენდარული დღის ვადაშ