1. ამ მუხლით დახმარებას მიიღებს ონკოლოგიური პაციენტი:

ა) ოპერციული მკურნალობისთვის;

ბ) სხვა სამედიცინო მომსახურებისთვის, სამედიცინო საშუალებებისთვის.

2. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი (ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი);

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ე) ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან, მათ შორის აფთიაქიდან;

ვ) უარი ან დაფინანსების ფურცელი სახელმწიფო პროგრამით ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე ან/და შესაძლებელია, იგივე მონაცემები წარმოდგენილი იყოს ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში.

3. ანაზღაურდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე.

4. ბენეფიციარს 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით – ოპერაციისა და სხვა სამედიცინო მომსახურებისთვის დახმარება გაეწევა თითოეულ შემთხვევაში მოთხოვნილი თანხის დაფინანსებით, წლიური ლიმიტის, 1000 ლარის ამოწურვამდე.

5. დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

6. ბენეფიციარს შუძლია ისარგებლოს ამ მუხლის პირველი პუნქტის ორივე ქვეპუნქტი