1. დაფინანსდება:

ა) ნეიროქირურგიული და ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიული ოპერაციები;

ბ) ამ ოპერაციებთან დაკავშირებული შიდა საფიქსაციო მოწყობილობების ამოღება;

გ) კიდურების, თითების ამპუტაცია.

2. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი (ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი);

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ე) ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან;

ვ) უარი ან დაფინანსების ფურცელი საყოველთაო ჯანდაცვიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე ან/და შესაძლებელია იგივე მონაცემები წარმოდგენილი იყოს ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში.

3. ბენეფიციარს უფლება აქვს ისარგებლოს ერთჯერადად ამ მუხლის 1-ლი პუნქტის როგორც „ა“, ასევე „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით. „ა“, „ბ“ და „გ“ თითოეული ქვეპუნქტით სარგებლობისას დაფინანსდება პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 300 ლარამდე სრულად, ხოლო 301 ლარიდან –50% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 700 ლარისა;

4. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარმა წარმოადგინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან უარი დაფინანსების თაობაზე, „ა“, „ბ“ და „გ“ თითოეული ქვეპუნქტით სარგებლობის დაფინანსდება მოთხოვნილი თანხის 300 ლარამდე სრულად, ხოლო 301 – ლარიდან – 50%-ით, არაუმეტეს 900 ლარისა.

5. ანაზღაურდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე.

6. დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 30 სამუშაო დღის ვადაშ