1. ამ მუხლით გათვალისწინებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდით ( 822) რეგისტრირებული, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე მეომრებისა და ბრძოლებში დაღუპულთა ოჯახების დახმარება:
2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდით - 822) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების მონაწილე მეომრები მიიღებენ ერთჯერად დახმარებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ხოლო ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები მიიღებენ ფულად დახმარებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
3. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების მონაწილე მეომარმა დახმარების მისაღებად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ვეტერანის მოწმობის ასლი,გ) საბანკო რეკვიზიტ