1. პროგრამის ფარგლებში:

ა) 2026 წელს ბავშვის დაბადების შემთხვევაში, დახმარება გაეწევა იმ ოჯახებს, რომლებიც ვერ სარგებლობენ ამ პროგრამის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ დახმარებით და არცერთ მშობელს არ აქვს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი, ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

ბ) 0-დან 3 წლამდე ასაკის ტყუპი ბავშვების მშობლებს, ოჯახის გაძლიერებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ერთჯერადად 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების გაცემის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ორივე მშობლის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია;

3. დახმარების მისაღებად ერთ-ერთმა მშობელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) ორივე მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;

გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;

დ) ორივე მშობლის სრული სარეგისტრაციო ინფორმაცია სამოქალაქო რეესტრიდა