1. დედით, ან მამით ობოლ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვებს გაეწევათ ერთჯერადი სოციალური დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
ე) ნათესაური კავშირის/კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი/დოკუმენტები.
3. განმცხადებელი შეიძლება იყოს: მშობელი, სრულწლოვანი და ან ძმა, ბებია, პაპა, ან კანონიერი წარმომადგენელ