1. 18 წლამდე ასაკის დედით და მამით ობოლ ბავშვებზე, ასევე მამის და დედისგან მიტოვებულ ბავშვებზე გაიცემა დახმარება ერთჯერადად და განისაზღვრება თითოეულ ობოლ ბავშვზე 800 (რვაასი) ლარის ოდენობით.
2. 18 წლამდე ასაკის დედით ან მამით ობოლ ბავშვებზე გაიცემა დახმარება ერთჯერადად და განისაზღვრება თითოეულ ბავშვზე 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.
3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) მეურვის/მზრუნველის/მშობლის წერილობითი განცხადება;
ბ) მეურვის/მზრუნველის/მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მეურვეობის/მზრუნველობის/მშობლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან/და პირადობის მოწმობის ასლი;
ე) მშობლის/მშობლების გარდაცვალების მოწმობების ასლები;
ვ) მეურვის/მზრუნველის/მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
ზ) მშობლისგან/მშობლებისგან მიტოვების შემთხვევაში, შესაბამისი სასამართლოს გადაწყვეტილება ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია დახმარების მიმღები ბენეფიციარის ოჯახური მდგომარეობის შესახებ.
4. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზ