1. ამ მუხლით გათვალისწინებულ ერთჯერად ფულად სოციალურ დახმარებას მიიღებენ შემდეგი კატეგორიის შშმ პირები:

ა) მკვეთრად გამოხატული ხარისხი შშმ პირების ერთჯერადი დახმარების ოდენობა განისაზღვროს 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

ბ) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები (მუდმივი სტატუსით), რომლებსაც დამოუკიდებლად გადაადგილება შეზღუდული აქვთ (ეტლით მოსარგებლე) ან საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ მოვლას (მხედველობადაქვეითებული, სმენადაქვეითებული, გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობის, დროებითი ფსიქიკური აშლილობის  მქონე, ცერებრალური დამბლით, ეპილეფსიით, აუტიზმით, დაუნით დაავადებულები და შშმ პირები ბავშვობიდან) მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას 1500 (ათას ხუთას) ლარამდე.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება (ოჯახის წევრი) ან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ შშმ პირთა შესახებ;

ბ) განცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შშმ პირის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV-100/ა (საჭიროების შემთხვევაში);

ე) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) შშმ პირის ან ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშის ნომერი.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზ