1. მიმდინარე კალენდარულ წელს ახალშობილის შეძენის შემთხვევაში ყოველი ახალშობილისთვის ახალქალაქის მუნიციპალიტეტი ახალშობილის ოჯახზე გასცემს ერთჯერად ფულად დახმარებას, თუ ახალშობილის ორივე მშობელი საქართველოს მოქალაქეა და რეგისტრირებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი დახმარება გაიცემა შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი ახალშობილისთვის – 500 ლარი;

ბ) მეორე ახალშობილისთვის – 600 ლარი;

გ) მესამე ახალშობილისთვის – 700 ლარი;

დ) მეოთხე ახალშობილისთვის – 800 ლარი;

ე) მე-4 ახალშობილის შემდგომი ყოველი ახალშობილის დაბადების შემთხვევაში – 300 (სამასი) ლარით მეტი.

3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) ერთ-ერთი მშობლის წერილობითი განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

გ) ახალშობილის(ების) დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი (მეორე, მესამე, მეოთხე და ყოველი შემდგომი ახალშობილის დაბადების შემთხვევაში);

ე) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

4. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

5. ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა ახალშობლის დაბადებიდან 12 თვის განმავლობაში (2025 წელს დაბადებულები მიიღებენ აღნიშნულ დახმარებას, თუ გასულ წელს არ უსარგებლიათ ანალოგიური დახმარებით).

6. 2025 წელს დაბადებული ახალშობილები მიიღებენ დახმარებას შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი ახალშობილისთვის – 500 ლარი;

ბ) მეორე ახალშობილისთვის – 600 ლარი;

გ) მესამე ახალშობილისთვის – 700 ლარი;

დ) მეოთხე ახალშობილისთვის – 800 ლარი;

ე) მე-4 ახალშობილის შემდგომი ყოველი ახალშობილისთვის – 300 (სამასი) ლარით მეტი.

7. თუ ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი სხვა ქვეყნის მოქალაქეა, ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი დახმარება (იმავე ოდენობით, რაც განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებით) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი წარადგენს ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლს (რომელიც რეგისტრირებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტში), მეორე მშობლის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემულ ცნობას განმცხადებლის ოჯახის შემადგენლობის და კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ.

8. თუ ახალშობილის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ, ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება  (იმავე ოდენობით, რაც განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით) გაიცემა დედაზე