1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირები, რომლებიც ფაქტობრივად ცხოვრობენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

2. ქვეპროგრამის მოსარგებლე მიიღებს ერთჯერად ფულად დახმარებას ახალშობილზე 200 (ორასი) ლარს.

3.  დახმარების მისაღებად ახალშობილის ერთ-ერთმა მშობელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ)  მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;

ე) ქორწინების მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);

ვ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები;

4. დახმარება გაიცემა მუნციციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე