1. დახმარებით ისარგებლებენ იძულებით გადაადგილებული პირი სტატუსის მქონე მოქალაქეები, რომლებსაც სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.

2. ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვროს:

ა) ზამთრისათვის საშეშე მერქნის შესაძენად  თითოეული ოჯახისათვის 200 (ორასი) ლარით;

ბ) გარდაცვლილი  დევნილის სარიტუალო მომსახურების ხარჯი განისაზღვროს 500 (ხუთასი) ლარით;

გ) დევნილი ოჯახის ერთჯერადი დახმარება 200 (ორასი) ლარით;

3. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა/წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) ბენეფიციარის ან ოჯახის წევრის/წარმომადგენლის  წერილობითი განცხადება;

ბ) ამ მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოჯახის წევრის ან დაკრძალვის ხარჯის გამღების წერილობითი განცხადება;

გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) იძულებით გადაადგილებულ პირის/დევნილის დამადასტურებელი საბუთის ასლი;

ე) იძულებით გადაადგილებულ პირის/დევნილის გარდაცვალების მოწმობა (დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში);

ვ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები;

ზ) მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა (შუამდგომლობა);

თ) ამ მუხლის მეორე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინების შემთხვევაში ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს მოქალაქის პირადობისა და დევნილის მოწმობის ასლი და საბანკო რეკვიზიტები.

4. თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზ