1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები 100 წლის და მეტი ასაკის პირები, ასევე იძულებით გადაადგილებული  სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.

2. ფულადი დახმარება განისაზრვრება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

3. განსაზღვრული დახმარება გაიცემა ერთხელ, საბიუჯეტო წლის განმავლობაში მოსარგებლის ან ოჯახის კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

4. დახმარების მისაღებად განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის საბანკო რეკვიზიტები;

5. ფულად დახმარება გაიცემა  მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზ