1. დახმარების დასანიშნად მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) გარდაცვლილის მემკვიდრის დამადასტურებელი დოკუმენტი
ე) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა;
ვ) საბანკო რეკვიზიტები;
2. ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს:
ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე საბრძოლო ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი (ომის შემდგომი პერიოდი) მებრძოლის ოჯახს 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
ბ) ქ.თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მიზნით გამართული მშვიდობიანიანი აქციის დროს დარბევის შედეგად დაზარალებული (მოწამლული) პირებისათვის
150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. ერთჯერადი ფულადი დახმარებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით მიიღებს:
ა) ქ.თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად გარდაცვლილი პირის ერთი ოჯახი და ორი დაზარალებული (მოწამლული) პირი.
ბ) აგვისტოს ომის დროს დაღუპული მეომრის სამი ოჯახი და აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპული მეომრის რვა ოჯახი;
გ) ზამთრის სეზონთან დაკავშირებით საშეშე მერქნის შესაძენად გარდცვლილი პირის თითოეული ოჯახი დამატებით მიიღებენ 200 (ორასი) ლარს.
4. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
5. ერთჯერადი ფულადი დახმარება და შეშის შესაძენი თანხა გაიცემა დაზუსტებული სიის მიხედვი