დანართი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი
წინამდებარე წესი განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები პირებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) სოციალური დახმარების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, ბენეფიციართა კატეგორიებს, დახმარების დანიშვნისა და გაცემის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს, პერსონალური ასისტენტის მომსახურების განხორცილების პირობებს, მოცულობას, მომსახურებაში ჩართვისა და მომსახურების მიწოდების წესებს.თავი I
სოციალური დახმარების სახეები, ბენეფიციართა კატეგორიები და მის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცი