1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც განსაკუთრებულ შემთხვევაში საჭიროებენ საკვები პროდუქტებით, ტანსაცმლით, საყოფაცხოვრებო ტექნიკით და სხვა გადაუდებელი საჭიროებათა უზრუნველყოფას.
2. მომსახურების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდამჭერის განყოფილება და სოციალური მუშაკის მიერ იდენტიფიცირებული და ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის მიერ თანხმობით დადასტურებული ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია ,,სოციალურად დაუცველი ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 65001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა.
3. დახმარების მისაღებად ბავშვის კანონიერმა წარმომადგენელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ;
დ) ცნობა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N IV-100/ა;
ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები.
4. დახმარების მიზნობრიობა განისაზღვრება სოციალური მუშაკის მიერ სკრინინგის ფორმის შევსებისა და მოხსენებითი ბარათის შედგენის შემდეგ, ზიანის რისკის შეფასების შესაბამისად.
5. საკითხი განიხილება მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედის მერიის შესაბამის ტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლები და ორი წევრი მუნიციპალიტეტის საკრებულოდან ბავშვთა და ქალთა უფლებებზე მომუშავე საბჭოს შემადგენლობიდან.
6. ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს ბენეფიციარის ოჯახზე 1000 (ათასი) ლარამდე.
7. თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზ