1. ქვეპროგრამის მოსარგებლები არიან მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირები, რომლებიც საჭიროებენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მკურნალობას და ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფას.
2. ქვეპროგრამის მოსარგებლე პირები, ბენეფიციარის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი საჭიროების მიხედვით მიიღებს ყოველთვიურ ფულად დახმარებას 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ან ხელოვნური კვების პროდუქტების მოთხოვნის შემთხვევაში თანხა ხელშეკრულების საფუძველზე გადაერიცხება პროდუქტების შემომტან ორგანიზაციას.
3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა, ერთ-ერთმა მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიცპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან ფორმა № IV-100/ა ;
დ) ბენეფიციარის დაბადების/პირადობის მოწმობის ასლი;
ე) საბანკო რეკვიზიტები.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ბენეფიციარის ან ბენეფიციარის მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) მიმართ არ ვრცელდება.
5. ბენეფიციარები, რომლებიც პირველი იანვრისათვის სარგებლობენ ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარებით მათზე მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება.
6. ფულადი დახმარება გიაცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზ