1. დახმარების მისაღებად განმცხდაებელმა (უფლებამოსილმა პირმა) მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა№ IV-100/ა);

დ) ცნობა ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ

ე) სამედიცინო დაწესებულების /აფთიაქის მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული კალკულაცია/ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი;

2. ბენეფიციარის მედიკამენტის შესაძენი თანხა განისაზღვროს არაუმეტეს 100 (ასი) ლარის

ოდენობით, რომელიც გაიცემა საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ.

3. ბენეფიციარის  სამედიცინო მომსახურების  გადასახდელი თანხა 1000 (ათასი) ლარის ჩათვლით ანაზღაურდება არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარით, 1001 (ათას ერთი) ლარზე მეტი კი 60%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1200 (ათას ორასი) ლარით.

4. საპენსიო ასაკის პირების მკურნალობის ხარჯები პანციეტის მიერ გადასხდელი თანხის ნაწილში ანაზღაურდეს არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარით და მათზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა;

5. თანხა ჩაერიცხოს მომსახურე სამედიცინო დაწესებულებას/აფთიაქს საბანკო რეკვიზიტებზე, წარმოდეგნილი დოკუმენტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზ