1. ქვეპროგრამის მოსარგებლები არიან ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პირები, რომლებიც საჭიროებენ სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტურ მკურნალობას.
2. თითოეული ბენეფიციარის სამედიცინო მოსახურების ხარჯი განისაზღვროს წელიწადში 2000 (ორიათასი) ლარით, ხოლო მედიკამენტების შესაძენი ხარჯის დაფინანსება 1000 (ათასი) ლარით;
3. დახმარების მისაღებად განმცხდაებელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა№ IV-100/ა);
დ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების /აფთიაქის მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული კალკულაცია/ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი;
4. თანხა ჩაერიცხოს მომსახურე სამედიცინო დაწესებულებას/აფთიაქს საბანკო რეკვიზიტებზე, წარმოდეგნილი დოკუმენტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზ