1. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი:
გ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმაN IV-100ა);
დ) შესაბამისი სამედიცინო/სააფთიაქო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი);
ე) სსიპ „ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ შუამდგომლობა;
ვ) ომის მონაწილე პირის ვეტერანის მოწმობის ასლი;
2. ბენეფიციარის სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება თანადაფინანსების სახით განისაზღვროს არაუმეტეს 800 (რვაასი) ლარით, ხოლო მედიკამენტების ღირებულების ანაზღაურება არაუმეტეს 150 (ას ორმოცდაათი) ლარით, რომელიც გაიცემა წელიწადში ერთხელ;
3. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების/აფთიაქის საბანკო რეკვიზიტებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდიალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზ