ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურმა უწყებებმა უნდა ითანამშრომლონ კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში. თანამშრომლობა მოიცავს კორუფციის და მისი თავიდან აცილების შესახებ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოცდილების გაცვლას და კორუფციის, სამოხელეო დანაშაულისა და მათი განვითარების ტენდენციების სავარაუდო მიზეზებზე ინფორმაციისა და ანალიზის გაცვლას.
სამართლებრივი ურთიერთობები მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორია