(1) კომპეტენტურ უწყებებს შეუძლიათ ad hoc შეთანხმებით შექმნან დანაშაულის გამოვლენის ერთობლივი ჯგუფები, თუ ეს აუცილებელია მათი სახელმწიფოების ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების ან დანაშაულის ჩადენის მცდელობების წარმატებული გამოვლენისათვის.
(2) პირველ პუნქტში მითითებული შეთანხმება განსაკუთრებით უნდა შეიცავდეს:
a) დანაშაულებრივი ქმედების აღწერილობას, რომლის გამოსავლენადაც შეიქმნა დანაშაულის გამოვლენის ერთობლივი ჯგუფი;
b) ფუნქციონირების ადგილს, პირობებს და ვადას და ვადის გახანგრძლივების პირობებს;
c) დანაშაულის გამოვლენის ერთობლივი ჯგუფის შემადგენლობას და მის ხელმძღვანელს;
d) დანაშაულის გამოვლენის ერთობლივ ჯგუფში წარგზავნილი წევრის უფლებებსა და ვალდებულებებს;
e) ინფორმაციას წესებზე, რომლებიც განსაზღვრავენ დანაშაულის გამოვლენის ერთობლივ ჯგუფში წარგზავნილი წევრის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, აგრეთვე მის სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულ იქნა მისი საქმიანობის ფარგლებში;
f) ორგანიზაციულ ღონისძიებებსა და ფუნქციონირებისათვის გასაწევ ხარჯებს.
(3) მომთხოვნი კომპეტენტური უწყების წევრი, რომელიც წარგზავნილ იქნა დანაშაულის გამოვლენის ერთობლივ ჯგუფში, არ უნდა იყოს უფლებამოსილი, რომ განახორციელოს დამოუკიდებელი ქმედება მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური უწყების სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
(4) მომთხოვნი კომპეტენტური უწყების წევრს, რომელიც წარგზავნილ იქნა დანაშაულის გამოვლენის ერთობლივ ჯგუფში, შეუძლია გადასცეს მის ხელთ არსებული არასაიდუმლო მონაცემები და ინფორმაცია დანაშაულის გამოვლენის ერთობლივ ჯგუფში მონაწილე მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური უწყების წევრებს ისეთივე შემთხვევებში და იმავე პირობებით, როგორც ეს გათვალისწინებულია თავისი საკუთარი კომპეტენტური უწყებისათვის გადაცემის დროს.
(5)კომპეტენტური უწყებების მიერ დასაიდუმლებული საიდუმლო მონაცემების გაცნობის უფლება, დანაშაულის გამოვლენის ერთობლივი ჯგუფის მუშაობის აუცილებლობიდან გამომდინარე, უნდა მიენიჭოს მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური უწყების წარგზავნილ თანამშრომლებს იმ ორგანოს ხელმძღვანელის მიერ, რომელმაც შექმნა დანაშაულის გამოვლენის ერთობლივი ჯგუფი, მიერ სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემების გადასაცემად, რომლებიც დასაიდუმლოებულია იმ ორგანოების მიერ, რომლებიც არ მონაწილეობენ თანამშრომლობაში, აუცილებელია დამსაიდუმლოებლის თანხმობის მოპოვებ