(1) ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ უწყებებს ცენტრალური საკონტაქტო უწყებების მეშვეობით შეუძლიათ მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ უწყებებს მოსთხოვონ, რომ მათ განახორციელონ კონტროლი უკანონო და საეჭვო ტვირთების გატარებაზე მათი სახელმწიფოს ტერიტორიიდან, მისი გავლით ან მისი მიმართულებით, რათა გამოვლენილ იქნეს დანაშაული და მოხდეს იმ პირების იდენტიფიკაცია, რომლებიც მონაწილეობდნენ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში.

(2) წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, მოთხოვნა კონტროლირებად მიწოდებაზე უნდა შეიცავდეს:

a) ტვირთის შემადგენლობას, მის მოსალოდნელ მარშრუტსა და ხანგრძლივობას, ტრანსპორტირების სახეს და სატრანსპორტო საშუალებების საიდენტიფიკაციო მონაცემებს;

b) ესკორტირების სახეს;

c) მონაცემებს, რომლებიც ეხება გამოსაყენებელ ტექნიკურ ხელსაწყოებს;

d) მომთხოვნი კომპეტენტური უწყების მხრიდან ესკორტირებაში მონაწილე პირების რაოდენობას და ოპერატიული მუშაკების მონაწილეობას, ასეთების არსებობის შემთხვევაში.

e) კონტროლირებად მიწოდებაში მონაწილე პირებთან კონტაქტის უზრუნველყოფის სახეს;

f) ტვირთის გადაბარებისა და მიღების გარემოებებს;

g) დაკავების შემთხვევაში გასატარებელ ზომებს;

h) გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს გასატარებელ ზომებს.

(3) ცენტრალური საკონტაქტო უწყებები, მოთხოვნის მოწონების შემთხვევაში, უნდა შეთანხმდნენ კონტროლირებადი მიწოდების თარიღზე და modus operandi-ზე და მათი ჩართულობის მოცულობაზე თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში. მოთხოვნის მიმღებ ცენტრალურ საკონტაქტო უწყებას შეუძლია დააწესოს შეზღუდვა ან უარი თქვას კონტროლირებად მიწოდებაზე, თუ იგი არასასურველი მოცულობით უქმნის საფრთხეს მასში მონაწილე პირებს ან საჯარო წესრიგს.

(4) მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური უწყება უნდა იყოს პასუხისმგებელი კონტროლირებად მიწოდებაზე. მომთხოვნ კომპეტენტურ უწყებას უნდა ეცნობოს პასუხისმგებელი პირის შესახებ. კონტროლირებადი მიწოდება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მისი ნებისმიერ დროს შეწყვეტა. გადაბარების შემდეგ, მომთხოვნ კომპეტენტურ უწყებას შეუძლია განახორციელოს ტვირთის ესკორტირება, მაგრამ მან არ უნდა განახორციელოს ოფიციალური უფლებამოსილებები. აღნიშნულის მიმდინარეობისას, მომთხოვნი კომპეტენტური უწყების წევრებმა უნდა იმოქმედონ წინამდებარე მუხლის დებულებების, მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური უწყების სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური უწყების პასუხისმგებელი პირის მითითებების შესაბამისად.

(5) წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების არსებობის შემთხვევაში, ცენტრალურმა საკონტაქტო უწყებებმა უნდა დართონ ნება აგრეთვე ისეთი კონტროლირებადი მიწოდებების განხორციელებაზე, რომელიც იწყება მესამე სახელმწიფოში და მთავრდება სხვა სახელმწიფოში. ასეთ შემთხვევაში, მომთხოვნმა ცენტრალურმა საკონტაქტო უწყებამ წინასწარ უნდა მიიღოს ამ სახელმწიფოების თანხმობა, რის შესახებაც უნდა ეცნობოს მოთხოვნის მიმღებ ცენტრალურ საკონტაქტო უწყებას.

(6) ოპერატიული მუშაკების მონაწილეობა კონტროლირებადი მიწოდების ესკორტირებაში დამოკიდებული უნდა იყოს მათი წარმგზავნი ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის ორგანოების ნებართვაზ