(1) კომპეტენტურმა უწყებებმა, მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა გადასცენ ერთმანეთს შემდეგი ინფორმაცია:

a) მონაცემები დანაშაულის ჩადენაში მონაწილე პირებზე, ინფორმაცია, რომელიც ეხება დანაშაულის ჩამდენ პირებს, ორგანიზებული დანაშაულებრივი გაერთიანებებისა და დამნაშავეთა ჯგუფების ხელმძღვანელებს, მათ სტრუქტურებს შორის კავშირებს, დანაშაულის ჩამდენი პირებისა და ჯგუფების ტიპიურ ქცევას, დაგეგმილ დანაშაულებს, დანაშაულის ჩადენის მცდელობებს ან ჩადენილ დანაშაულებს, განსაკუთრებით მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია დროსთან, ადგილთან, modus operandi-სთან, ინფორმაცია განსაკუთრებულ გარემოებებსა და გატარებულ ზომებზე, როდესაც ეს აუცილებელია დანაშაულის აღკვეთის მიზნით;

b) ინფორმაცია საგნებზე, რომლებთან დაკავშირებითაც ჩადენილ იქნა დანაშაული, ან რომლებიც შეიცავს დანაშაულის კვალს, ან რომლებიც იქნა გამოყენებული ან რომელთა გამოყენებაც განზრახული იყო დანაშაულის ჩადენის საშუალებად, ან რომლებიც გამომდინარეობენ დანაშაულიდან;

c) მონაცემები დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების შესახებ;

d) მონაცემები კრიმინალურ მონაცემთა ბაზიდან, რომელიც ხელმისაწვდომია კომპეტენტური უწყებებისათვის;

e) ინფორმაცია პირების ვინაობაზე, მათი ყოფნის ადგილსა და სახლის მისამართზე;

f) ინფორმაცია დოკუმენტებზე, რომლებიც განსაზღვრავენ საგზაო სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებას;

g) ავტოსატრანსპორტო საშუალებების საიდენტიფიკაციო მონაცემები;

h) სატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრესთან, ოპერატორთან და/ან მოსარგებლესთან დაკავშირებული მონაცემები;

i) ცეცხლსასროლი იარაღის ნებართვებთან დაკავშირებული მონაცემები;

j) ელექტრონული სატელეკომუნიკაციო ტერმინალის მოწყობილობის მესაკუთრის, აბონენტისა და მოსარგებლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები;

k) მონაცემები დოკუმენტებზე, რომლებიც განსაზღვრავენ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის უფლებას;

l) სპეციალური ექსპერტული ცოდნის მქონე პირებთან დაკავშირებული მონაცემები.

(2) კომპეტენტურ უწყებებს შეუძლიათ გაცვალონ:

a) საერთაშორისო დანაშაულებრივი საქმიანობის ახალი მეთოდებისა და ფორმების შესახებ ინფორმაცია;

b) კრიმინალური, კრიმინოლოგიური და დანაშაულთან დაკავშირებული სხვა კვლევის შედეგები, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოყენებული პრაქტიკის, სამუშაო მეთოდებისა და საშუალებების შესახებ ინფორმაცია;

c) დანაშაულებრივი ქმედებების მარეგულირებელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესახებ ინფორმაცია.

(3) მოთხოვნები იმ მონაცემთა გადაცემაზე, რომლებიც გათვალისწინებულია წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტის a)-i) და k) ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით, შეიძლება წარდგენილ იქნეს და შესრულდეს უშუალოდ კომპეტენტური უწყებების მიერ იმ შემთხვევაში, თუ ცენტრალური საკონტაქტო პუნქტების მეშვეობით ინფორმაციის გადაცემამ შესაძლებელია გამოიწვიოს ისეთი დაყოვნება, რაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის დანაშაულის გამოვლენის ინტერესებს.

(4) განსაკუთრებულ შემთხვევებში, ხელშემკვრელი მხარის ცენტრალურ საკონტაქტო უწყებას შეუძლია გადასცეს ინფორმაცია მოთხოვნის გარეშეც, თუ არსებობს გონივრული ვარაუდის საფუძველი, რომ ეს ინფორმაცია აუცილებელია მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური უწყებებისათვის საჯარო წესრიგის წინააღმდეგ მიმართული კონკრეტული საფრთხეების აღმოფხვრის ან დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.

(5) წინამდებარე მუხლის შესაბამისად ინფორმაციის გაცვლის პროცესში კომპეტენტურ უწყებებს შეუძლიათ გაცვალონ მოთხოვნები, რომლებიც შეიცავენ საიდუმლო მონაცემებ