(1) წინამდებარე შეთანხმების დებულებების განხორციელების მიზნით, კომპეტენტურმა უწყებებმა უნდა ითანამშრომლონ და აღმოუჩინონ ერთმანეთს დახმარება მოთხოვნის საფუძველზე, ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად.

(2) მოთხოვნები და მათზე პასუხები უნდა გაიგზავნოს და უნდა იქნეს მიღებული წერილობით (ტელეფაქსითა და ელექტრონული სატელეკომუნიკაციო ქსელებით გადაცემის ჩათვლით) ცენტრალური საკონტაქტო უწყებების მეშვეობით, თუ წინამდებარე შეთანხმებაში სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული. გადაუდებელ შემთხვევებში მოთხოვნები შესაძლებელია აგრეთვე გაკეთდეს ზეპირი ფორმით. ზეპირი მოთხოვნები უნდა დადასტურდეს წერილობით, რაიმე დაყოვნების გარეშე.

(3) იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნების გასაგზავნად ან შესასრულებლად საჭიროა იუსტიციის ორგანოების ნებართვა, თანხმობა, დამტკიცება ან მათთან შეთანხმება, ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მოთხოვნები შეიძლება გაიგზავნოს და მათი შესრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიღებული იქნება ასეთი ნებართვა, თანხმობა, დამტკიცება ან შეთანხმება.

(4) იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის მიმღებ კომპეტენტურ უწყებას არ გააჩნია მოთხოვნის შესრულების უფლებამოსილება ან კომპეტენცია, მან უნდა გადაუგზავნოს მოთხოვნა იმ უწყებას, რომელსაც გააჩნია ასეთი უფლებამოსილება და კომპეტენცია, და აღნიშნულის შესახებ უნდა შეატყობინოს მომთხოვნ კომპეტენტურ უწყებას.

(5) მომთხოვნ კომპეტენტურ უწყებას შეუძლია მოსთხოვოს მოთხოვნის მიმღებ კომპეტენტურ უწყებას, რომ მან შეასრულოს მოთხოვნა მის მიერ მითითებული წესებისა და პირობების შესაბამისად ან მის მიერ მითითებული ტექნიკური მეთოდების გამოყენებით. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნაში მოცემული პირობებიდან გამომდინარე მისი შესრულება შესაძლებელია მხოლოდ ნაწილობრივ ან საერთოდ არ არის შესაძლებელი, მოთხოვნის მიმღებმა ცენტრალურმა საკონტაქტო უწყებამ უნდა შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ მომთხოვნ ცენტრალურ საკონტაქტო უწყებას რაიმე დაყოვნების გარეშე. ამავე დროს, მან უნდა მიუთითოს ის პირობები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია მოთხოვნის შესრულება.

(6) თუ მოთხოვნის მიღებისას აღმოჩნდება, რომ მისი შესრულება შეუძლებელია მასში მოცემული ვადების ფარგლებში და მოთხოვნაში მითითებული ამ ვადების დადგენის მიზეზები ცხადყოფს, რომ დაყოვნებამ შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას მომთხოვნი კომპეტენტური უწყების პროცედურის განხორციელებას, მოთხოვნის მიმღებმა კომპეტენტურმა უწყებამ ან ცენტრალურმა საკონტაქტო უწყებამ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მომთხოვნ ცენტრალურ საკონტაქტო უწყებას ის ვადა, რომელიც მას სჭირდება მოთხოვნის შესასრულებლად.

(7) მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად შეტყობინების შემდეგ, მომთხოვნმა ცენტრალურმა საკონტაქტო უწყებამ უნდა განაცხადოს, ისევ სჭირდება თუ არა მას მითითებული პირობების საფუძველზე მოთხოვნის შესრულება.

(8) მოთხოვნის შესრულების პროცესში მოთხოვნის მიმღებმა კომპეტენტურმა უწყებებმა და სხვა უწყებებმა, რომლებიც მონაწილეობენ მოთხოვნის შესრულებაში, უნდა გაატარონ ქმედებები წინამდებარე მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული წესების შესაბამისად იმის გათვალისწინებით, რომ ისინი არ ეწინააღმდეგებიან მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური უწყების სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობა