(1) კომპეტენტურ უწყებებს შეუძლიათ თავიანთი სახელმწიფოების ტერიტორიის ფარგლებში, მოთხოვნის შემთხვევაში, მათი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელონ პიროვნების იდენტიფიკაცია, ძებნილ პირთა ძებნა და მათი ადგილმდებარეობის დადგენა, და აწარმოონ საზოგადოებრივ ადგილებში ინტენსიური შემოწმებები, თუ დანაშაულის აღკვეთის ინტერესიდან გამომდინარე საჭიროა გადაუდებელი ზომების გატარება.
(2) მომთხოვნ კომპეტენტურ უწყებას დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახე