(1) ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურ უწყებებს შეუძლიათ დანაშაულის გამოვლენის პროცესში, მოთხოვნის შემთხვევაში და მათი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, კონსპირაციის წესით შეაგროვონ ინფორმაცია და აცნობონ შედეგები ერთმანეთს.

(2) წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, მოთხოვნა კონსპირაციის წესით ინფორმაციის შეგროვებაზე უნდა შეიცავდეს:

a) მითითებას საშუალებაზე ან მეთოდზე;

b) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ხანგრძლივობას;

c) იმ მონაცემების სფეროს, რომელიც უნდა აღირიცხოს და გადაიცეს;

d) მონაცემების გადაცემის სახეს;

e) მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე კონსპირაციის წესით ინფორმაციის შეგროვების შემთხვევაში დახმარების აღმოჩენის სახეს;

f) იმ ფაქტის დადასტურებას, რომ კონსპირაციის წესით ინფორმაციის შეგროვება არის სათანადოდ უფლებამოსილი მომთხოვნი კომპეტენტური უწყების სახელმწიფოში.

(3) მოთხოვნის მიმღებმა კომპეტენტურმა უწყებამ უნდა დაიწყოს მოთხოვნის დამუშავება მისი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად და, თუ ეს საჭიროა, უფლებამოსილების მოპოვების შემდე