(1) კომპეტენტური უწყების თანამშრომლები უფლებამოსილნი არიან იარონ უნიფორმით და ვალდებულნი არიან ატარონ სამსახურებრივი საიდენტიფიკაციო ბარათები, წინამდებარე შეთანხმებიდან გამომდინარე, მათი მოვალეობების განხორციელებისას მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ისინი არ არიან უფლებამოსილნი ატარონ თავიანთი სამსახურებრივი იარაღი და სამსახურებრივი აღჭურვილობა და გამოიყენონ შებორკვის საშუალებები.
(2) წინამდებარე შეთანხმების მე-9 მუხლით განსაზღვრულ ოპერატიულ მუშაკს შეუძლია შევიდეს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ოპერატიულ-სასამსახურო დოკუმენტით, შეუძლია დარჩეს იქ აუცილებელი ოპერატიულ-სასამსახურო დოკუმენტებით თავისი მოვალეობების განხორციელების განმავლობაში. კონკრეტულ შემთხვევებში, ოპერატიულ მუშაკებს შეუძლიათ ატარონ ცეცხლსასროლი იარაღი და გამოიყენონ შებორკვის საშუალებები. პირობები უნდა განისაზღვროს წინამდებარე შეთანხმების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ad hoc შეთანხმებით ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისა