(1) როდესაც კომპეტენტური უწყების წევრი ახორციელებს თავის მოვალეობებს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარე, რომელიც მას აგზავნის, პასუხისმგებელი იქნება მისი საქმიანობის განხორციელების პროცესში მის მიერ გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე იმ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის სახელმწიფოს ტერიტორიაზეც იქნა გამოწვეული ზიანი.
(2) თუ ერთი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური უწყების წევრი მიაყენებს ნებისმიერი სახის ზიანს მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ უწყებას, ზიანის ანაზღაურებაზე მოთხოვნა არ იქნება წარდგენილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ზიანი არ არის გამოწვეული განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.
(3) თუ ერთი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური უწყების წევრი მიაყენებს ნებისმიერი სახის ზიანს მესამე პირს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, პირველმა სრულად უნდა აანაზღაუროს ის კომპენსაცია, რომელიც ამ უკანასკნელის მიერ იქნა გადახდილი აღნიშნული ზიანისათვის.
მონაცემთა დაც