წინამდებარე შეთანხმების განხორციელების პროცესში მიღებული საიდუმლო მონაცემებისა და ინფორმაციის დასაცავად, კომპეტენტურმა უწყებებმა უნდა გამოიყენონ შემდეგი დებულებები:

a) მონაცემებს, რომლებიც დასაიდუმლოებულია საიდუმლო მონაცემების გადამცემი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, საიდუმლო მონაცემების მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ უნდა მიენიჭოს დაცვის ისეთივე დონე, როგორიც მინიჭებული აქვს საიდუმლოების გრიფის მქონე მონაცემებს მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად იმ ეკვივალენტობის ცხრილის საფუძველზე, რომელიც შეადგენს წინამდებარე შეთანხმების დანართს. ეს დანართი შეადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს;

b) გამგზავნმა ხელშემკვრელმა მხარემ, რომელიც გადასცემს საიდუმლო მონაცემებს, უნდა მიუთითოს გადაცემული საიდუმლო მონაცემების დასაიდუმლოების ვადა;

c) გამგზავნმა ხელშემკვრელმა მხარემ, რომელიც გადასცემს საიდუმლო მონაცემებს, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს წერილობით მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც იღებს საიდუმლო მონაცემებს, მონაცემებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ და მათი საიდუმლოების გრიფის ან მოქმედების ვადის ნებისმიერი ცვლილების, ან მათი განსაიდუმლოების შესახებ. მიმღებმა ხელშემკვრელმა მხარემ, რომელიც იღებს საიდუმლო მონაცემებს, უნდა განახორციელოს საიდუმლოების გრიფის ან დასაიდუმლოების ვადის ცვლილება, ან უნდა შეწყვიტოს მათი, როგორც საიდუმლო მონაცემების, დამუშავება ამ შეტყობინების შესაბამისად;

d) წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გადაცემული ნებისმიერი საიდუმლო მონაცემის გადაგზავნა მესამე სახელმწიფოსთვის დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ ორგანოების ან პირის წერილობითი თანხმობით, რომლებსაც გააჩნიათ ასეთი უფლებამოსილება გამგზავნი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად;

e) გამგზავნ ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც გადასცემს საიდუმლო მონაცემებს, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მიმღები ხელშემკვრელ მხარის, რომელიც იღებს საიდუმლო მონაცემებს, მიერ განხორციელებული იმ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ნებისმიერი დარღვევის შესახებ, რომელიც ემსახურება გადაცემული საიდუმლო მონაცემების დაცვას. შეტყობინება უნდა მოიცავდეს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დარღვევის გარემოებებსა და შედეგებს, ამგვარი შედეგების შეზღუდვისათვის გატარებულ ზომებს და ამ დებულებების ნებისმიერი მომავალი დარღვევის თავიდან ასაცილებლად გატარებულ ზომებს.

თავი VI

დასკვნითი დებულებე