(1) წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის დიპლომატიური არხების მეშვეობით იმ ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მეორე თვის პირველ დღეს, რომლითაც ხელშემკვრელი მხარეები ატყობინებენ ერთმანეთს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.

(2) წინამდებარე შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე შეთანხმების სახით და ძალაში შევა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული სახით გაფორმებული შეთანხმება წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

(3) წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და მისი მოქმედება ნებისმიერ დროს შეიძლება შეწყდეს ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ წერილობით, დიპლომატიური არხების მეშვეობით. შეთანხმება წყვეტს მოქმედებას მისი მოქმედების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის გასვლის მომდევნო პირველ დღეს.

(4) თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია გარდამავალი პერიოდით შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება მთლიანად ან ნაწილობრივ, თუ ის არღვევს ან საფრთხეს უქმნის მის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და საზოგადოებრივ წესრიგს. ხელშემკვრელმა მხარეებმა დაყოვნების გარეშე უნდა აცნობონ ერთმანეთს წერილობით, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ამგვარი ზომების შემოღების ან გაუქმების შესახებ. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეჩერება ან შეჩერების გაუქმება ძალაში შედის შესაბამისი შეტყობინების მიღების დღეს.

(5) წინამდებარე შეთანხმების 22-ე მუხლი და დანართი წყვეტს მოქმედებას იმ დღეს, როდესაც საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის მარეგულირებელი ცალკე შეთანხმება შევა ძალაში ხელშემკვრელ მხარეებს შორის.

(6) წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში ხელშემკვრელმა მხარეებმა დიპლომატიური არხების მეშვეობით უნდა აცნობონ ერთმანეთს წინამდებარე შეთანხმების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენტური უწყებების დასახელებები და საკონტაქტო დეტალები, აგრეთვე იმ უწყებების დასახელებები და საკონტაქტო დეტალები, რომლებიც განახორციელებენ წინამდებარე შეთანხმების მე-8, მე-11 და მე-15 მუხლების დებულებებს და რომლებიც ზედამხედველობას გაუწევენ 22-ე მუხლის დებულებებს. ხელშემკვრელმა მხარეებმა ნებისმიერი დაყოვნების გარეშე დიპლომატიური არხების მეშვეობით უნდა აცნობონ ერთმანეთს მათი კომპეტენტური უწყებების დასახელებების, საკონტაქტო დეტალების ან კომპეტენციების ცვლილების შესახებ.

(7) წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ტექნიკური დეტალები შეიძლება შეთანხმდეს ცალკე კომპეტენტური უწყებების მიერ.

შესრულებულია ქ. თბილისში, 2012 წლის 27 ნოემბერს, ორ დედნად, ქართულ, უნგრულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან დაკავშირებით უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს მთავრობის

სახელით

(ხელმოწერილია)

უნგრეთის მთავრობის

სახელით

(ხელმოწერილია)

დანართი

საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის დანაშაულის თავიდან აცილებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების 22-ე მუხლზე

საიდუმლო მონაცემთა საიდუმლოების გრიფები და მათი ეკვივალენტობა

საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის დანაშაულის თავიდან აცილებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების 22-ე მუხლის (a) ქვეპუნქტის დებულებების გათვალისწინებით, ხელშემკვრელი მხარეები, საქართველოსა და უნგრეთის სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ადგენენ, რომ საიდუმლო მონაცემების ქვემომოცემული საიდუმლოების გრიფები არის ეკვივალენტური.

საქართველოში

უნგრეთში

ეკვივალენტი ინგლისურ ენაზე

განსაკუთრებული მნიშვნელობის

GANSAKUTREBULI MNISHVNELOBIS

„Szigorúan Titkos!”

TOP SECRET

სრულიად საიდუმლო

SRULIAD SAIDUMLO

„Titkos!”

SECRET

საიდუმლო

„Bizalmas!”

CONFIDENTIAL

SAIDUMLO

შეზღუდული სარგებლობისთვის

SHEZGHUDULI SARGEBLOBISTVIS

„Korlátozott terjesztésű!”

RESTRICT